დიდი ბრიტანეთის მთავრობა – A321-ის კატასტროფის მიზეზი ტერაქტი გახდა

რუსული ავიაკომპანია „კოგალიმავიას“ლაინერ A321-ის აფეთქების მიზეზი ტერაქტი გახდა. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი. დევიდ კემერონის კანცელარიაში აცხადებენ, რომ ეს ლონდონის ოფიციალური პოზიციაა. ასევე დიდი ბრიტანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ რუსულ ავიალაინერზე შეტევის მიღმა „ისლამური სახელმწიფო“ დგას. გამოძიება გრძელდება.
ბრიტანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ამ შემთხვევის შემდეგ საავიაციო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მიდგომები შეიცვლება.
შეგახსენებთ, 9 ნოემბერს რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლება A321-ის კატასტროფის ერთ-ერთ მიზეზად ტერაქტს განიხილავს. მანამდე რუსეთის მთავრობა ტერაქტის შესაძლებლობას გამორიცხავდა. თვითმფრინავი სინაის ნახევარკუნძულზე 31 ოქტომბერს ჩამოვარდა, მის ბორტზე მყოფი 224-ვე ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები