აშშ-ის ალაბამის შტატმა სირიელი დევნილების მიღებაზე უარი განაცხადა
აშშ-ის ალაბამის შტატის „რესპუბლიკური პარტიის“ გუბერნატორმა რობერტ ბენტლიმ განაცხადა, რომ პარიზში მომხდარი ტერაქტების გამო ეს შტატი სირიელ ლტოლვილებს აღარ მიიღებს.
„ჩვენ პარიზის უდანაშაულო მოსახლეობაზე თავდასხმების შემდეგ შექმნილი სიტუაცია დეტალურად განვიხილეთ. მე პირადად ალაბამის შტატში სირიელი დევნილების მიღების წინააღმდეგ გამოვალ ყველა დონეზე“, – განაცხადა ბენტლიმ. მან ასეევ აღნიშნა, რომ როგორც შტატის გუბერნატორი, ადგილობრივი მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხეში არ ჩააგდებს.
სექტემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ მომავალს წელს 10 ათასამდე სირიელი ლტოლვილის მიღებას აპირებს. აქამდე აშშ-მ სირიიდან 1,5 ათასი ადამიანი მიიღო.