სტიქიამ ბაღდათის რაიონში 16 ოჯახი გარე სამყაროს მოწყვიტა
ორდღიანმა გადაუღებელმა წვიმამ და ძლიერმა ქარმა ბაღდათის რაიონში 16 ოჯახი გარე სამყაროს მოწყვიტა. ერთი საცხოვრებელი სახლი კი მთლიანად დაინგრა.
რამდენიმე სოფელში მეწყერიც წარმოშვა. ასევე სტიქიის შედეგად მოგლეჯილია ათეულობით ხე. ადიდებულმა მდინარეებმა სახნავ-სათესი მიწები გაანადგურა.
ამ დროისთვის სტიქიისაგან მიყენებული ზიანის აღმოფხვრა მიმდინარეობს.