როდის დაიწყება საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
რაც შეეხება კერძო სკოლებს, ისინი თავად განსაზღვრავენ არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღებს.