“მოშიმშილეებისთვის ელემენტარული პირობები და უსაფრთხოება უნდა იყოს უზრუნველყოფილი”

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მოშიმშილე “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის ირმა ინაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ეხმაურება. ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ ირმა ინაშვილს ზღვარგადასული კომენტარების უფლება არ აქვს.
„მოშიმშილეებისთვის ელემენტარული პირობები და უსაფრთხოება უნდა იყოს უზრუნველყოფილი და იმედი მაქვს, ბიოტუალეტებიც, სასწრაფო დახმარების მორიგე მანქანაც და ქოლგებიც ექნებათ. პროტესტის (გაუგებარია, რას აპროტესტებს მაინც) ასეთი ფორმით გამოხატვა მისი უფლებაა, მაგრამ ასეთი ზღვარგადასული კომენტარების უფლება ნამდვილად არ აქვს ქალბატონ ინაშვილს. მესმის, ყურადღების მიქცევა უნდა, მაგრამ იქნებ ვინმემ ურჩიოს, სხვა გზა გამონახოს, ძალიან გაუგრძელდა უაზრო შემოტევები“,- წერს ხათუნა სამნიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები