პრეზიდენტის გადაწყვეტილება სააკაშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით დეკემბერში გახდება ცნობილი

მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნა პრეზიდენტს დეკემბრის პირველ რიცხვებში წარედგინება
მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ დასკვნა საქართველოს პრეზიდენტს დეკემბრის პირველ რიცხვებში წარედგინება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა.
სწორედ პრეზიდენტმა უნდა მიიღოოს საბოლოო გადაწყვეტილება. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს წერილი რამდენიმე დღის წინ ოდესაში ჩაბარდა.
“აქედან აითვლება ოთხკვირიანი ვადა იმისთვის, რომ მან, როგორც ეს არის ქართული კანონით დადგენილი წესით, ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი პოზიცია წარმოადგინოს. დეკემბრის პირველ რიცხვებში ჩვენ უკვე შეწყვეტის შესახებ დასკვნას წარვუდგენთ საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები