ეკა ბესელია: დიდი ხნის განმავლობაში ამ სასამართლოს არსებობა იურისტებმაც დაივიწყეს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობას აფასებს.
მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან მხარეებისთვის სტანდარტი შეთავაზებული უნდა იყოს, რომელიც სასამართლოს ნდობას ეჭვქვეშ არ დააყენებს.
„მართლმსაჯულების ხაზი საკონსტიტუციო სასამართლოზე გადის, რომელიც ბოლო პერიოდში სწრაფი ტემპით და აქტივობით გამოირჩევა. დიდი ხნის განმავლობაში, ამ სასამართლოს არსებობა იურისტებმაც დაივიწყეს. საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან მხარეებისთვის სტანდარტი შეთავაზებული უნდა იყოს, რომელიც სასამართლოს ნდობას ეჭვქვეშ არ დააყენებს. იმედი მაქვს, რომ მოსამართლეები კარგად გრძნობენ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც პირდაპირ კავშირშია სასამართლოს სანდოობასთან“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები