რუსული A321-ის ჩამოვარდნას ისრაელიც ტერაქტს უკავშირებს

ისრაელი რუსული „კოგალიმავიას“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის ყველაზე რეალურად მიზეზად მის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობას ასახელებს. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა მოშე იაალოონმა განაცხადა.
„არსებობს დიდი ალბათობა, რომ ეს იყო ტერორისტული შეტევა. ეს ყველაზე რეალური ვერსიაა“, – განაცხადა მან. მინისტრმა აღნიშნა, რომ ირაელი ამ გამოძიებაში არ მონაწილეობს, მაგრამ „პირადად მას ძალიან გაუკვირდება, თუ აღმოჩნდება, რომ ლაინერმა კატასტროფა ბომბის აფეთქების გამო არ განიცადა“.
ამასთანავე, იაალონმა არ დაადასტურა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ისრაელის დაზვერვამ ლაინერის კატასტროფის თაობაზე ისლამისტების სატელეფონო საუბრები ჩაიწერა. ამის შესახებ ადრე „სი-ენ-ენი“ იუწყებოდა.
ამავე ტელეკომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკული დაზვერვა A321-ის ბორტზე ბომბის აფეთქების ვერსიას განიხილავს, რომელიც იქ „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებმა დაამონტაჟეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები