ჩინეთი აშშ-ის მთავარი სავაჭრო პარტნიორი გახდა
ჩინეთმა მიმდინარე წელს კანადას გაასწრო და აშშ-ს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი გახდა. ეს პირველად მოხდა 1985 წლის შემდეგ, რაც შეერთებული შტატების ვაჭრობის სამინისტრომ ამ სტატისტიკის შესწავლა დაიწყო. იანვრიდან სექტემბრამდე აშშ-ს და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 441 მილიარდი დოლარი შადგინა, მაშინ, როდესაც კანადასთან ეს მაჩვენებელი 438 მილიარდია.
მესამე პოზიციაზეა მექსიკა, მას და აშშ-ს შორის სავაჭრო ბრუნვამ 397 მილიარდი დოლარი შეადგინა.
აშშ-დან ჩინეთში ექსპორტი იმპორტს მნიშვნელოვნად ჩამორჩება, ეს ციფრები, შესამაბისად, 84-ს და 357 მილიარდს შეადგენს. ასე, რომ სავაჭრო ბალანსის დეფიციტი ჩინეთთან აშშ-სთვის 252 მილიარდი დოლარია.