უკრაინაში პოლიციამ მილიცია ჩაანაცვლა
უკრაინაში ნაციონალური პოლიცია შეიქმნა, რომელმაც მილიცია ჩაანაცვლა. კანონი „ნაციონალური პოლიციის“ შესახებ უკრაინაში 7 ნოემბრიდან ამოქმედდა. დღეიდან „მილიციის შესახებ“ კანონმა ძალა დაკარგა. პოლიციის შემადგენლობაში შედიან ისეთი ქვედანაყოფები, როგორიცაა: კრიმინალური პოლიცია, საპატრულო პოლიცია, სასამართლოს წინა გამოძიების ორგანოები, დაცვის პოლიცია და სპეციალური დანიშნულების პოლიცია.
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ნებისმიერი პოლიციელი თანამდებობის, დღე-ღამის მონაკვეთის, დროის და ადგილის მიუხედავად, მასთან განცხადებით მიმართვის შემთხვევაში ისეთ მოვლენებზე, რომლებიც საზოგადოებრივ წესრიგს საფრთხეს უქმნის, ვალდებულია ადამიანების გადასარჩენად ყველა აუცილებელი ზომა მიიღოს და ამის შესახებ პოლიციის უახლოეს განყოფილებას აცნობოს.
2016 წლის 31 ოქტომბრამდე პოლიელებს უფლება აქვთ, გამოიყენონ მილიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროს არსებული სამსახურებრივი საბუთები, ბლანკები, ბეჭდები ემბლემები და ლოგოტიპები.