The Daily Mail – ბრიტანული თვითმფრინავი შარმ ელ-შეიხში აფეთქებას სასწაულად გადაურჩა (ფოტოკოლაჟი)

ბრიტანული თვითმფრინავი მიმდინარე წლის აგვისტოში შარმ ელ-შეიხის აეროპორტში დაშვების დროს რაკეტით აფეთქებას სასწაულებრივად გადაურჩა. ამის შესახებ „დეილი მეილი“ იუწყება. გამოცემის ინფორმაციით, ავიაკომპანია Thomson-ის თვითმფრინავი ეგვიპტის კურორტზე ლონდონიდან მიფრინავდა. დაშვების დროს ეკიპაჟმა რაკეტა დაინახა, რომელიც ლაინერის მიმართულებით მიფრინავდა.
პილოტმა ლაინერი მარცხნივ მიუხვია, რის გამოც რაკეტა თვითმფრინავს რამდენიმე მეტრით ასცდა. მოგვიანებით ეკიპაჟს აცნობეს, რომ რაკეტა სამხედროების წვრთნების დროს იყო გაშვებული. მგზავრებს ინციდენტის შესახებ არ შეატყობინეს.
ეს ფაქტი აქტუალური გახდა 31 ოქტომბერს, რუსული ავიაკომპანია „კოგალიმავიას“ ლაინერის კატასტროფის შემდეგ, რომელიც ასევე შარმ ელ-შეიხთან მოხდა. რუსული თვითმფრინავის ბორტზე მყოფი 224 – ვე ადამიანი დაიღუპა.

1 2 2E1E0B0A00000578-0-Intelligence_Drone_footage_shared_showed_an_aerial_view_of_the_M-a-5_1446846900212 2E095BBB00000578-0-Whitehall_sources_revealed_that_in_the_days_after_the_Russian_ai-a-4_1446846894330 2E20633300000578-0-Possible_proof_A_picture_of_one_of_the_crashed_Airbus_A321_s_doo-a-1_1446846888759 3 4 5 6 7 8 9 10 11 12

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები