სირიაში ამბოხებულები შეტევაზე გადავიდნენ

სირიაში,  ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ოპოზიციის ძალები შეტევაზე გადავიდნენ და მათ  ხამას პროვინციაში ერთი დასახლებული პუნქტი დაიკავეს. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. სოფელ ათშანს, რომელიც ამბოხებულებმა დაიკავეს, ბაშარ ასადის ძალები ოქტომბრის შემდეგ აკონტროლებდნენ. სოფელს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, ის ქალაქ მორეკიდან 10 კილომეტრში მდებარეობს. ამ ქალაქზე კი გზა გადის, რომელიც სირიის უდიდეს ქალაქებს – დამასკოს, ხომსს და ალეპოს ერთმანეთთან აკავშირებს.
სააგენტოს ცნობით, ქალაქი მორეკი ოპოზიციის ძალებმა ორი დღით ადრე დაიკავეს. ამ ქალაქის აღება იყო საკმაოდ მოულოდნელი სირიის სამთავრობო ჯარისთვის, რომლის ძირითადი ძალები ქვეყნის ჩრდილოეთ და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში არიან განთავსებულები.
შეგახსენებთ, რომ 31 სექტემბრიდან რუსული ავიაცია სირიაში, „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე და ოპოზიციის ძალებზე ავიადარტყმებს ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები