აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ბენიამინ ნეთანიაჰუს მრჩევლის განცხადებას შეურაცხმყოფელს უწოდებს
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს მრჩევლის განცხადებას შეურაცხმყოფელს უწოდებს. ამის შესახებ აშშ-ს საგარეო პოლიტიკური უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა. ასეთი კომენტარი გააკეთა კირბიმ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს მრჩევლის რან ბარაცის განცხადებაზე.
ბარაცმა აშშ-ს პრეზიდენტს „თანამედროვე ანტისემიტი“, ხოლო სახელმწიფო მდივანს ჯონ კერის „მოზარდის ინტელექტის მქონე“ ადამიანი უწოდა.
„ჩვენ გვესმის, რომ ბარაცმა ეს განცხადებები ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე, ანუ კერძო პირის რანგში გააკეთა. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში მისი სიტყვები ამერიკელ ოფიციალურ პირებზე, მათ შორის პრეზიდენტსა და სახელმწიფო მდივანზე შეურაცხმყოფელია“, – განაცხადა კერიმ.