აშშ-ში მომხდარ ავარიას 6 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში ძლიერი ავტოავარია მოხდა, რომლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა. ასევე არიან დაშავებულები. სამგზავრო ავტობუსი ავტობანზე ხიდის სამაგრ ბოძს შეეჯახა.
შტატის პოლიცია მომხდარის დეტალების დადგენას ცდილობს. აშშ-ს მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ავარიის დროს ამ ადგილას ნისლი იყო.
ავტოავარიის გამო გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეჩერებული იყო. ამჟამად ტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები