შვედეთის დედაქალაქში ძლიერი აფეთქება მოხდა

შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმის ცენტრში ძლიერი აფეთქება მოხდა. ამის შესახებ გამოცემა „აფტონბლადეტი“ იუწყება. გამოცემის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულები არიან პოლიციის ქვედანაყოფები, რომლებმაც ახლომდებარე ქუჩები გადაკეტეს. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. „შემთხვევის დეტალების დგინდება“, – განუცხადა ჟურნალისტებს პოლიციის წარმომადგენელმა ალბინ ბერგმა.
პოლიციის ინფორმაციით, აფეთქება, სავარაუდოდ, კრიმინალურ ხასიათს არ ატარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები