თეთრი სახლი: ირანი „ბირთვულ გარიგებას“ ასრულებს

აშშ-ს თეთრი სახლის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ირანი „ექსვსეულთან“ მიღწეულ ბირთვულ შეთანხმებას ასრულებს. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტის მრჩევლის მოადგილემ ბენ როდსმა განაცხადა.
ჩვენ ვხედავთ, რომ შეთანხმების გაფორმების მომენტიდან ირანის ხელისუფლება ბირთვული პროგრამის შეწყვეტის მხრივ მის მიერ აღებულ ვალდებულებებს ასრულებს. ეს პირველად ხდება ბოლო ათწლეულის მანძილზე“, – განაცხადა როდსმა.
მისი თქმით, ვაშინგტონი დარწმუნებულია, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ თეირანი ბირთვულ იარაღს ვეღარ შექმნის.
ამასთანავე, თეთრი სახლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აშშ-ს და ირანს შორის სერიოზული აზრთა სხვადასხვაობაა შენარჩუნებული, მათ შორის ტერორიზმის მხარდაჭერის საკითხში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები