რუსი პროგრამისტების მომსახურების გამო ამერიკული ფირმები 12 მილიონი დოლარით დაჯარიმდნენ

კომპიუტერული უზრუნველყოფის ამერიკული კომპანიები: Computer Sciences Corporation – და NetCracker-ი, საერთო ჯამში, 12 მილიონ დოლარს გადაიხდიან, მას შემდეგ, რაც გამოძიებამ დაადგინა, რომ სპეციალური კოდების მეშვეობით პროგრამისტებს პენტაგონის სისტემების დავირუსება შეეძლოთ.
სარჩელი კომპანიების წინააღმდეგ სასამართლოში ჯონ კინგსლიმ შეიტანა, რომელიც აშშ-ს ინტერესებს იცავს. ის ადასტურებს, რომ რუსი პროგამისტები პენტაგონის პროგრამულ უზრუნველყოფაში, მართლაც, მონაწილეობდნენ.
„2008 – 2013 წლებში კომპანია Netcracker-ს სანდოობაზე შემოწმების გარეშე სამსახურში აჰყავდა თანამშრომლები, მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვითი სისტემების სააგენტო ამ პირების წინასწარ შემოწმებას მოითხოვდა“, – ნათქვამია აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.
„სი-ენ-ენის“ ინფორმაციით, ჰაკერული შეტევის შედეგად, პენტაგონში შიდა ქსელის 4 ათასზე მეტ მომხარებელს 10 დღის განმავლობაში საკუთარ ელექტრონულ ფოსტაზე წვდომა არ ჰქონდა. სწორედ ამდენი დრო დასჭირდა სისტემის აღდგენას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები