საქართველოს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის პრეზიდენტი ეწვია – ფოტოკოლაჟი
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვია.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და პრეზიდენტის მრჩევლები თენგიზ ფხალაძე და გიორგი აბაშიშვილი.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გვირგვინით შეამკო ჰეიდარ ალიევის მონუმენტი და გმირთა მოედანზე გაემგზავრა, სადაც პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღესვე შედგება საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში.
იგეგმება ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების დეკლარაციის ხელმოწერა პოლიტიკის, უსაფრთხოების, სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანზიტო, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.
საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტები მედიისათვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
ასევე, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება.
დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში საქართველოს პატრიარქთან ილია მეორესთან.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მარნეულში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს შეხვდება და სამაცივრე მეურნეობას მოინახულებს.