“ზუსტად ვიცი, ჩემი და ბედუკაძის ყალბი მიმოწერა სად, ვისი ხელით გაკეთდა და ამის უჩინარი რეჟისორი ვინაა”

ნინო ჯღარკავა ლადო ბედუკაძესთან ურთიერთობაზე და მათ მიმოწერაზე გაზეთ „ვერსიასთან“ საუბრობს. ჯღარკავას თქმით, მისი და ბედუკაძის ნამდვილი მიმოწერა 2012 წლის 30 ოქტომბრით თარიღდება.
„ფეისბუქში“ მას შემდეგ დავიმეგობრე, რაც შარშან, თარხან გასვიანის გადაცემაში ბოდიში იძულებით მოვახდევინე – ორი-სამი წელი, ანუ იმ წუთიდან, რაც სტამბოლიდან ჩამოვედი, მასთან დაძაბული ურთიერთობა მქონდა… „ციხის კადრები“ რომ ვნახე, იმ ადამიანის მიმართ, ვინც იღებდა, ცუდი განწყობა დამეუფლა – არ მაინტერესებს, კადრები დადგმულია თუ არა, არასრულწლოვანი ბავშვის წამებისას მისი ხმა მესმის, ეს ხმა მეხსიერებიდან არ იშლება და როცა თურქეთში მის ცოლ-შვილთან ვიყავი, ამას განვიცდიდი… 2012 წლის 23 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე, სტამბოლში ბედუკაძის ცოლ-შვილთან ვიყავი. აქედან „ჯიბის ფულად“ 400 დოლარი გამატანეს, სასტუმროს ხარჯები კი გადახდილი იყო, თუმცა არ ვიცი, ვინ გადაიხადა. სასტუმროში ინტერნეტი არ მქონდა, ტელეფონით ინტერნეტში ვერ შევდიოდი, რადგან ძალიან ძვირი ღირდა. სასტუმროში სულ სამი კომპიუტერი იყო, რომელთანაც მუდამ უცხოელები ისხდნენ. კომპიუტერთან დაჯდომა რომც მომეხერხებინა, ქართული შრიფტი არ ექნებოდა, იმდენი კი არ ვიცი, რომ ქართული შრიფტი დავაინსტალირო. შესაბამისად, ბედუკაძეს ქართულად ვერანაირად მივწერდი, თან ირმა ინაშვილი და ლადო ბედუკაძე ბელგიაში იყვნენ და რანაირად უნდა მიმეწერა, ლადო, შენს ცოლ-შვილს 27 ათასს ვუგზავნი და ეს ირმას ფულია-მეთქი?..
ამასობაში ავად გავხდი და თბილისში წამოვედი. თბილისში დამახვედრეს სტატია, სადაც ბედუკაძე ამბობდა, ჩემი ცოლ-შვილი თურქეთში ტყვედ აიყვანესო. ამის შემდეგ, სოციალურ ქსელში სადაც წავაწყდებოდი, ვუწერდი, შე ჯალათო, შენს ცოლ-შვილს ვპატრონობდი და მადლობა მაინც გადაგეხადა-მეთქი… სხვათა შორის, ჩემი და ბედუკაძის ნამდვილი მიმოწერა, რომელიც 2012 წლის 30 ოქტომბრით თარიღდება, პროკურატურაში მივიტანე.. ეჭვის საფუძველზე ვერ ვილაპარაკებ, თორემ ზუსტად ვიცი, ჩემი და ბედუკაძის ყალბი მიმოწერა სად, ვისი ხელით გაკეთდა და ყველაფერ ამის უჩინარი რეჟისორი ვინაა.“ – ამბობს ნინო ჯღარკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები