გურამ მაჭარაშვილი: ჰელსინკის კომისიის ძალიან ბევრი ბიუროკრატი თანამდებობის პირი მხილებულია კორუფციაში, ზოგი ბრალდებულია, ზოგი ფასიანი განცხადებებით შემოიფარგლება
“ჰელსინკის კომისიის ძალიან ბევრი ბიუროკრატი თანამდებობის პირი მხილებულია კორუფციაში, ზოგი ბრალდებულია, ზოგი ფასიანი განცხადებებით შემოიფარგლება,”- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ჰელსინკის კომისიასთან დაკავშირებულ სკანდალზე საუბრისას განაცხადა.
„ამ კომისიის ძალიან ბევრი ბიუროკრატი თანამდებობის პირი მხილებულია კორუფციაში, ზოგი ბრალდებულია, ზოგი კი, უკვე საჯაროდ ცნობილია, რომ ფასიანი განცხადებებით შემოიფარგლება.
რა თქმა უნდა, გვაქვს მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ შეერთებული შტატები ნელ-ნელა დაიწყებს გადახედვას იმ ნეგატივის, რაც თავად აღნიშნეს. სახელმწიფო მდივანმა პირდაპირ თქვა, რომ წინა ადმინისტრაციას ჰქონდა ძალიან ცუდი მემკვიდრეობა დატოვებული ტრამპის ადმინისტრაციისთვის საქართველოსთან მიმართებაში”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
“ქრონიკის” ინფორმაციით, პროფესორმა სტივენ შრაგემ გამოაქვეყნა ჰელსინკის კომისიის წევრების მამხილებელი დოკუმენტები და გამოძიება მოითხოვა. საქმე ეხება მათ შორის კორუფციასა და უცხოურ დაფინანსებას.