კახა კალაძე: ბევრჯერ მითქვამს და გავიმეორებ, რომ ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს მოინახოს ქვეყანაში სამშენებლო კომპანიები, ვინც აიღებს ამხელა პასუხისმგებლობას, ამხელა ვალდებულებას და განახორციელებს მეტროსადგურების რეაბილიტაციას

ბევრჯერ მითქვამს და გავიმეორებ, რომ ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს მოინახოს ქვეყანაში სამშენებლო კომპანიები, ვინც აიღებს ამხელა პასუხისმგებლობას, ამხელა ვალდებულებას და განახორციელებს მეტროსადგურების რეაბილიტაციას, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ამიტომ აცხადებენ საერთაშორისო ტენდერს, სადაც საერთაშორისო კომპანიებიც შეძლებენ მონაწილეობის მიღებას ექსპერტების ჩართულობით.

„პირველ რიგში, კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო მეტროს თითოეულ თანამშრომელს, 60 წელი არ არის ცოტა. ძალიან მიხარია, რომ ჩვენ დედაქალაქში გვაქვს ასეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, რომელიც ყოველდღიურად უამრავ ადამიანს ემსახურება. დღის განმავლობაში მეტროს ნახევარ მილიონამდე ადამიანი გადაჰყავს ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე.

რა თქმა უნდა, არსებობს გამოწვევები ამ მიმართულებით. მე მახსოვს 2017 წელს როდესაც დავიწყე მუშაობა სხვადასხვა საკითხზე, ძალიან მძიმე მდგომარეობა გვქონდა. პირველ რიგში, უსაფრთხოების თვალსაზრისით. მოგვიწია მთელი ძალოვანი კაბელების გამოცვლა. მოგვიწია ასევე გვირაბების სავენტილაციო ქსელის განახლება თავისი აგრეგატებით. ძალიან დიდი თანხები დაიხარჯა ამ ყველაფერში, თუმცა უსაფრთხოება ეს არის ერთ-ერთი მთავარი და უმნიშვნელოვანესი მიმართულება.

დღეის მდგომარეობით, შესყიდული გვაქვს ახალი ვაგონები, ამ წელს უკვე დავიწყებთ მიღებას და მომდევნო წლების განმავლობაში მთლიანად იქნება ჩანაცვლებული არსებული მოძველებული საბჭოთა კავშირის დროინდელი ვაგონები უკვე ახალი, თანამედროვე ვაგონებით რაც, რა თქმა უნდა, უფრო კომფორტული იქნება, შევამცირებთ მოცდის დროს, უფრო მეტი მგზავრის გადაყვანა შეგვეძლება დღის განმავლობაში.

პარალელურად, ასევე ეს არის 12 მეტროსადგურის რეაბილიტაცია. ბევრჯერ მითქვამს და გავიმეორებ, რომ ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს მოინახოს ქვეყანაში სამშენებლო კომპანიები, ვინც აიღებს ამხელა პასუხისმგებლობას, ამხელა ვალდებულებას და განახორციელებს მეტროსადგურების რეაბილიტაციას. ერთი ვარკეთილის მეტროსადგურს ამდენი წლის განმავლობაში, უამრავი პრობლემა იყო. ყველაფერი გააზრებული გვაქვს, გვესმის. ამიტომ, ვაცხადებთ საერთაშორისო ტენდერს, სადაც საერთაშორისო კომპანიებიც შეძლებენ მონაწილეობის მიღებას ექსპერტების ჩართულობით, რომ ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მეტროს თითოეულ თანამშრომელს კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო შრომისთვის, თავდადებისთვის, პროფესიონალიზმისთვის. არიან ადამიანები, ვინც რამდენიმე ათეული წელია ემსახურება ჩვენს ქალაქს, ემსახურება ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს და ეს ძალიან დასაფასებელია. კიდევ ერთხელ მინდა მათ მადლობა გადავუხადო“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები