კახა კალაძე – ჯარიმებთან დაკავშირებულ ცვლილებებზე: პრაქტიკიდან გამომდინარე მივიღეთ აღნიშნული გადაწყვეტილება. არავის დაჯარიმება ჩვენ არ გვიხარია, თუმცა არსებობს კანონი, წესები და ყველა უნდა დავემორჩილოთ მათ

პრაქტიკიდან გამომდინარე მივიღეთ აღნიშნული გადაწყვეტილება. არავის დაჯარიმება ჩვენ არ გვიხარია, თუმცა არსებობს კანონი, წესები და ყველა უნდა დავემორჩილოთ მათ, – ამის შესახებ თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE” ჯარიმებთან დაკავშირებულ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დაფიქსირდა შემთხვევები, რომ ადამიანები, ვინც არღვევდნენ კანონს, არ იბარებდნენ მერიის შესაბამისი სამსახურების მხრიდან დაწერილ ჯარიმებს და ვერ ხდებოდა აღსრულება.

„აღნიშნული საკითხი უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა, პრობლემას იწვევდა კანონმორჩილ მოქალაქეებშიც. პარლამენტის ჩართულობით, მივიღეთ საკანონმდებლო ცვლილებები, რაც გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ჯარიმა, რომელიც გამოიწერება, თუ სამართალდამრღვევი მას არ ჩააბარებს, ჩვენს შესაბამის ვებგვერდზე გამოვაქვეყნებთ და 30-ე დღეს აღნიშნული ჯარიმა შევა ძალაში და შეგვეძლება დაჯარიმება. არავის დაჯარიმება არ გვიხარია, მთავარია ყველამ დავიცვათ წესრიგი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები