პრემიერ-მინისტრი: ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ხალვაში უშედეგოდ ცდილობდა სამართლის პოვნას

ქიბარ ხალვაში უკვე 3 წელია სრულიად უშედეგოდ ცდილობდა ჩვენი ხელისუფლების პირობებში სამართლის პოვნას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ხალვაშმა პროკურატურას არაერთხელ მიმართა გამოძიების დაწყების თხოვნით, თუმცა უშედეგოდ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობა ვერ მიიღებს ვერანაირ კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ „რუსთავი 2“-ისა და ქიბარ ხალვაშის დავაში რაიმენაირად არის ჩართული.
„ბატონი ხალვაში უკვე 3 წელია სრულიად უშედეგოდ ცდილობდა ჩვენი ხელისუფლების პირობებში სამართლის პოვნას და დარღვეული უფლებების აღდგენას. მან არაერთხელ მიმართა პროკურატურას, რომ დაწყებულიყო გამოძიება ამ ფაქტზე. პროკურატურას არ დაუწყია გამოძიება ამ დრომდე. ჩვენ არ ჩავრეულვართ არცერთ საქმეში, ასე რომ, ვერ მივიღებთ ვერანაირ კრიტიკას იმაზე, რომ „რუსთავი 2“-ის პროცესებში მთავრობაა ჩართული“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები