ირაკლი ღარიბაშვილი ლინკოლნ მიტჩელსა და პოლ ჯონსონს შეხვდა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური განვითარებისა და სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში საერთაშორისო ექსპერტს, ლინკოლნ მიტჩელს და ორგანიზაცია „სტრატეგიული პარტნიორობის“ (SP) აღმასრულებელ დირექტორს პოლ ჯონსონს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოში დემოკრატიის განვითარებისა და ადამიანის უფლებების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს და აღინიშნა ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკურ პროექტებზე.