გიორგი კვირიკაშვილი სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება. გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება.
შეხვედრის შემდეგ მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ქრისტოფ ჰოისგენს და ბუნდესტაგის ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალური კავშირის ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს, ქრისტიან-სოციალური კავშირის ჯგუფის თავმჯდომარეს გერდა ჰასელფელდტს შეხვდება.
მინისტრი ასევე შეხვედრებს გამართავს კონრად ადენაურის ფონდის თავმჯდომარესთან ჰანს-გერტ პოეტერინგთან, მეცნიერებისა და პოლიტიკის ფონდის თავმჯდომარესთან ფოლკერ პერთესთან და გერმანელ ექსპერტებთან. გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრა გერმანული ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან. გიორგი კვირიკაშვილი შეხვდება გერმანიის ეკონომიკის აღმოსავლეთ კომიტეტის გენერალურ მდივანს რაინერ ლინდნერს და გერმანიის ეკონომიკის აღმოსავლეთ ევროპის გაერთიანების თავმჯდომარეს მარკუს ფელზნერს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები