დავით უსუფაშვილი: პრეზიდენტთან შეხვედრაზე რაიმე განსკუთრებული და საგანგებო არ ყოფილა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ქვეყნის პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრას აფასებს.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ისინი ერთმანეთს ხშირად ხვდებიან და მომავალშიც შეხვდებიან.
“ჯერ ასეთი სამსახური მაქვს, რომ ვხდები ხოლმე ასეთ კოლეგებს. ამიტომ გუშინდელ შეხვედრაში რაიმე განსკუთრებული და საგანგებო არ ყოფილა. ჩვენ ხშირად ვხვდებით და კვლავაც შევხდებით. ვერ ვხედავ კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის რაიმე საფრთხეებს. ვხედავ ცალკეულ კონკრეტულ პრობლემებს, საჭიროა პრობლემებთან გამკლავება, რომ ზოგადად და მომავალშიც ოდესმე თეორიული საფრთხეც კი ავიცილოთ თავიდან. ამიტომ ყველამ ჩვენი საქმე  გულმოდგინედ უნდა ვაკეთოთ და თუ რაიმე მოსაზრება გვაქვს, ერთმანეთს გავუზიაროთ”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები