“პოზიციამ” ქუჩის მუსიკოსებთან და ზურა ხაჩიძესთან ერთად მორიგი საქველმოქმედო აქცია გამართა

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციამ“, ქუჩის მუსიკოსებთან და ზურა ხაჩიძესთან ერთად, გიორგი ჩალისურის დასახმარებლად „ელ ცენტროში“ მორიგი, რიგით მე-5 საქველმოქმედო აქცია გამართა.
აქციას ასევე შეუერთდნენ: გიო ყიფშიძე, რობი კუხიანიძე, “ჭინკა”, გიორგი ცაავა, გელა დონაძე, რომლებმაც სიმღერები შეასრულეს და პატარა გიორგისადმი თანადგომა გამოხატეს.
კასპში მცხოვრებ 13 წლის გიორგი ჩალისურს, რომელიც სოციალურად დაუცველი ოჯახის წარმომადგენელია, ოპერაცია ორჯერ ჩაუტარდა და იმისათვის, რომ მან ფეხზე დადგომა შეძლოს, მასაჟის ძვირად ღირებული კურსი სჭირდება.
გიორგი დაავადებულია ცერებრალური დამბლით, ასევე, მოზარდს აღენიშნება გაურესებული მხედველობა და, შესაბამისად, უჭირს სასკოლო მასალის მომზადებაც. კონცერტზე შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება გიორგის ოჯახის ანგარიშზე.
ა/ო ორგანიზაცია „პოზიცია“ განგრძობს საქველმოქმედო ხასიათის ღონისძიებების გამართვას და მოუწოდებს საზოგადოებას, რომ აქტიურად ჩაერთოს მომავალ პროექტებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები