თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია “თელასის” ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.
კრწანისის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: კრწანისის II შესახვევის, კრწანისის გასასვლელის, გორგასლის და ორთაჭალის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭყონდიდელის ქუჩის მოსახლეობას.
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: პეკინის გამზირის და კოსტავას (ნაწილობრივ) ქუჩის მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სოფელ დიღმის, დემეტრე თავდადებულის, მიხეილ თამარაშვილის და ცინცაძის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აღმაშენებლის გამზირის, კიევის და ჩუბინაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რეხის I, II, III ქუჩების და ხეხილ-სანერგე მეურნეობის მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩის მოსახლეობას.
გლდანის რაიონში, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სოფელ გლდანის და გლდანის მასივის VII მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის და ჯავახეთის (ნაწილობრივ) ქუჩის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები