გოგი თოფაძე: სტალინის სურათი მალე დაიკიდება ყველა კაბინეტში, ის საამაყო პიროვნება იყო

სტალინის სურათი მალე დაიკიდება ყველა კაბინეტში, ის საამაყო პიროვნება იყო, – ამის შესახებ კოალიცია “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა გოგი თოფაძემ ტელეკომპანია “მაესტროს” გადაცემა “მაესტროს ფაქტორში” სტუმრობისას განაცხადა.
“სტალინის სურათი მალე დაიკიდება ყველა კაბინეტში. ის იყო საამაყო პიროვნება და მე-20 სუკუნეში აღიარებული პირი. ამ კაცმა დიდი სიკეთე გააკეთა. მთელი მსოფლიო თვლის, რომ ის უდიდესი ადამიანია. ძალიან დიდი ნაწილი გაიზიარებს ჩემს ნათქვამს. ეს კაცი სიმბოლოა, დიდი საქმეების. ის საქართველოსთვის საამაყო კაცია. მე ვამბობ ჩემი და ჩემი თანაგუნდელების აზრს. მე სამწუხაროდ კაბინეტში არ მაქვს სტალინის სურათი, მაგრამ მაქვს სახლში მისი სურათები და ასევე ბევრი წიგნები”, – განაცხადა თოფაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები