სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა „თბილისიმარათონი 2015“-ში მიიღო მონაწილეობა

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებმა „თბილისიმარათონი 2015“-ში მიიღეს მონაწილეობა.
უწყების ინფორმაციით, წელს “თბილისიმარათონის“ რეგისტრაციიდან შემოსული თანხა ქ. რუსთავში არსებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღის ცენტრის გაფართოება-კეთილმოწყობას მოხმარდება. სახელმწიფო დაცვის სამსახური მსგავს ღონისძიებებში აქტიურად არის ჩართული, რითიც საკუთარი წვლილი შეაქვს ქველმოქმედებაში და ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები