ხალვაშის ადვოკატები იმედოვნებენ, რომ ხვალ სასამართლოზე ექსპერტის დაკითხვას შეძლებენ

ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატები იმედოვნებენ, რომ ხვალ სხდომაზე ექსპერტის დაკითხვას მოახერხებენ. შესაბამისი განცხადება ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ გააკეთა.
“არ ვიცი ხვალ ექსპერტის დაკითხვა რამდენად მოესწრება, თუმცა სავარაუდოდ, ამის შესაძლებლობა დღის ბოლოსკენ იქნება. თავად ყარამანიშვილებმა და “რუსთავი 2“-მა ხელი შეუწყვეს იმას, რომ თუ რაიმე ზიანი შეიძლება არსებობდეს, ეს ზიანი მათი არამართლზომიერების შედეგად არის გამოწვეული, ანუ არღვევდნენ კომპანიის წესდებით გათვალისწინებულ პირობებს, არღვევდნენ სასამართლო აკრძალვებს,” – განაცხადა ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ.
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საქმეზე მომდევნო პროცესი ხვალ 26 10:00 საათისთვის არის ჩანიშნული. არსებული ინფორმაციით, მოსამართლემ მოპასუხე მხარის შუამდგომლობაზე, რომელიც “რუსთავი 2”-სთვის და მისი მფლობელებისთვის ყადაღით მიღებული ზიანის ანაზღაურებას უკავშირდება, გადაწყვეტილება სწორედ 26 ოქტომბერს უნდა გამოაცხადოს. როდის გახდება სარჩელთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილი, ჯერ უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები