დავით ნარმანია: ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ბევრ კითხვას თამამად უპასუხა
ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ საზოგადოებისთვის აქტუალურ კითხვებზე გაცემული პასუხები თამამი და ობიექტური იყო, – ასე შეაფასა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ, რომელიც გუშინ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გავიდა.
თბილისის მერს მიაჩნია, რომ ქართული ოცნება ახდა.
„ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, ძალიან ბევრ კითხვას, რაც არსებობდა, გუშინ გასცა ობიექტურად და თამამად ის პასუხები, რა პასუხებსაც საზოგადოება ელოდებოდა.
გუნდმა გააკეთა და მიაღწია, რასაც მიაღწია, როგორც ეკონომიკური განვითარების, ასევე სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით. ის, რაც არის თითოეული ჩვენთაგანის ქართული ოცნება, ის ქართული ოცნება ნამდვილად ახდა“,- აღნიშნა ნარმანიამ.