ბიძინა ივანიშვილი: მხარს არა ინაშვილს, არამედ ხიდაშელს ვუჭერ
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საგარეჯოს მაჟორიტარ დეპუტატს თამარ ხიდაშელს უჭერს მხარს, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა და გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს იგი საგარეჯოს მაჟორიტარობის მეორე კანდიდატს “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერს ირმა ინაშვილს უცხადებს მხარდაჭერას, უარყო და განაცხადა, რომ სიმართლესთან არანაირი კავშირი არ აქვს.
“მეც მომდის ხმები, თითქოს მხარს ვუჭერ ირმა ინაშვილს, ეს სინამდვილესთან კავშირში არ არის.
მე საგარეჯოელებს მინდა თქვენი ეთერით მივმართო, რომ მხარი დაუჭირონ თამარ ხიდაშელს, რომელიც არის ჩემი ჩამოყალიბებული პარტიის წევრი. ხიდაშელი არის კოალიციის წევრი და მხარს ვუჭერ ხიდაშელს.
პოლიტიკაში ჩართვას ყველას მოვუწონებ. მინდა, რომ პოლიტიკური სპექტრი არ იყოს მწირი და არჩევანის საშუალება ჰქონდეს ხალხს ძალიან ბევრი”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.