ბიძინა ივანიშვილი: ტერმინი “არაფორმალური მმართველი” “ნაციონალური მოძრაობის” მიერ არის მოგონილი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მისი მხრიდან ქვეყნის არაფორმალურ მმართველობაზე გაჟღერებულ განცხადებებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ ეს ტერმინი არასწორია და “ნაციონალური მოძრაობის” მიერ არის მოგონილი.
ამის შესახებ ივანიშვილმა “იმედის” ეთერში ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
“არაფორმალური მმართველობა – ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მოგონილი ტერმინი. ამასთან დაკავშირებით,  მე ბევრჯერ გავაკეთე განმარტება და აღარ ვისურვებდი დღეს ამაზე საუბარს.
არასწორი ტერმინებია გამოყენებული, როდესაც არაფორმალურ მართველობას ეხება საქმე”, – განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები