გარდაცვლილი კაპრალის დაკრძალვას თინა ხიდაშელი დაესწრო

საჩხერის რაიონის სოფელ სხვიტორში 19 ოქტომბერს გარდაცვლილი კაპრალი გურამ კომლაძე დაკრძალეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამძიმარზე იმყოფებოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, რომელმაც მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო და დაღუპულის ოჯახს მიუსამძიმრა.
დაკრძალვის ცერემონიალს დაღუპულის მეგობრები და თანამებრძოლები დაესწრნენ.
შეგახსენებთ, რომ კაპრალი გურამ კომლაძე სოფელ ნორიოს მიმდებარე ტერიტორიაზე გარდაცვლილი იპოვეს. დაღუპული პირველი მსუბუქი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონში ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნელად მსახურობდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები