სანქციების ჩამონათვალი, რომელსაც ამერიკა რუსეთის მიმართ შემოიღებს
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურმა წყარომ ერთ – ერთ საინფორმაციო საშუალებას აცნობა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხვალიდან რუსეთის ფედერაციის მიმართ მკაცრი სანქციების შემოღება გადაწყვიტა; კონკრეტულად კი ჩამონათვალი ასეთია: კაპიტალის, ინვესტიციების, რეიტინგების, კრედიტების სრული გაყინვა. გაზის გაყიდვების ბლოკირება ევროპაში, მოსახლეობის, ბიზნესის, ჩინოვნიკების მაქსიმალური შეზღუდვა, რადგან მათ ამერიკაში შესვლა აღარ შეეძლებათ. გარდა ამისა, გატარდება სამუშაოები ამერიკაში მცხოვრები რუსული ფესვების მქონე ადამიანების, მათი ფულადი სახსრების წარმომავლობის თუ საკუთრების შეძენის მიმართ, ჯერჯერობით მათი პრობლემური ანგარიშები თუ საკუთრება 6-12 თვით გაიყინება. (ეს სანქციები დღეს უკვე ტარდება იანუკოვიჩის თანამოაზრეების მიმართ, ხვალ კი რუსული ბიზნესის და მოქალაქეების მიმართ გატარდება). დაიწყება გამოძიება ყველა რუსი მსხვილი ოლიგარქის შესყიდვებზე, მაგალითად პროხოროვის და აბრამოვიჩის სპორტული კლუბების მიმართ. მთავარია, რომ ყველა ეს სანქცია რეალიზებული იქნება 2001 წლის პარტიოტულ აქტთან, რომელიც 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ იქნა მიღებული. პატრიოტული აქტის მთავარი პრინციპია: დავაპატიმროთ ახლა – ვარკვევთ შემდეგ. შეგახსენებთ, რომ თეთრი სახლის პრესმდივანმა ყირიმში ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ, ამერიკის პრეზიდენტის ოფიციალური პოზიცია გაავრცელა. ,,ჩვენ არ ვეთანხმებით რეფერენდუმს, რომელიც დღეს უკრაინაში, კერძოდ ყირიმის რეგიონში ჩატარდა. ეს რეფერენდუმი ეწინააღმდეგება უკრაინის კონსტიტუციას, საერთაშორისო თანამეგობრობა არ აღიარებს გამოკითხვის შედეგებს, რომელიც დაშინების და მუქარის ქვეშ და რუსი სამხედროების ჩარევის შედეგად განხორციელდა“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა. მისი წამომადგენლის თქმით, ,,არავითარი გადაწყვეტილება უკრაინის მომავლის შესახებ არ უნდა იქნეს მიღებული უკრაინის მთავრობის გარეშე“, ,,უფრო მეტიც, ამ ხმის მიცემის აუცილებლობა არ არსებობდა, უკრაინის ხელისუფლებამ ნათლად დაგვანახა მზაობა ყირიმის ავტონომიის საკითხის განხილვის შესახებ. 25 მაისს დაგეგმილია პრეზიდენტის არჩევნები, რომელიც კანონიერ უფლებას აძლევს ყველა უკრაინელს, რომ მათი ხმები ქვეყნის ნათელ მომავალს გამოადგეს“,-აცხადებს თეთრი სახლის პრესმდივანი. როგორც ცნობილია, ყირიმში შედგა რეფერენდუმი, სადაც მონაწილეთა 97% -მა ხმა მისცა ყირიმის უკრაინის შემადგენლობაში შესვლას.