მეცნიერებმა გარდაცვლილი ქალის სხეული 5 ათას ნაწილად გაჭრეს
მეცნირებმა 20 წლის წინ გარდაცვლილი ქალის სხეული 5 ათას ნაწილად გაჭრეს. შემდეგ ადამიანის სხეულის გამოსახულება ციფრულ ფორმატში გადაიყვანეს და მას „ადამიანის ფანტომი“ უწოდეს.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 5 ათას ნაწილად დანაწევრებული სხეული მათ ისეთი ცდების ჩატარების საშუალებას მისცემს, რაც ცოცხალი ადამიანისთვის სახიფათოა. ამის შემდეგ მეცნიერებს საშუალება ექნებათ პაციენტის გამოკვლევის უფრო უსაფრთხო მეთოდები დაამკვიდრონ, ძუძუს კიბოს შესწავლის უფრო სრულყოფილი მექანიზმები გამოიგონონ, ასევე საშუალებას მისცემს შეისწავლონ ადამიანის ტვინზე მობილური ტელეფონის ზეგავლენა.
გარდაცვლილი ქალის სხეული გაკვეთამდე ჟელატინში და წყალში ინახებოდა.