გია ვოლსკი – დანიაში აქციის დაშლაზე: ძალიან ხისტი ზომების გამოყენებით დაშალეს მიტინგი, რაც გვაძლევს საფუძველს, ვიფიქროთ, რომ საქართველოს მიმართ მიკერძოებული დამოკიდებულებაა, რომელსაც სერიოზული პოლიტიკური სარჩული გააჩნია

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ შეაფასა დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში განვითარებული პროცესები, როდესაც პოლიციამ აქციის მონაწილეების მიმართ ფიზიკური ძალა გამოიყენა.

მისი თქმით, დანიის პოლიციამ აქცია ხისტი ზომების გამოყენებით დაშალა, ამ ფონზე კი, საქართველოს მიმართ შეფასებები, ევროპელი ბიუროკრატების მიკერძოებულ დამოკიდებულებაზე მეტყველებს.

„უმკაცრესი, ძალიან ხისტი ზომების გამოყენებით დაშალეს ეს მიტინგი, რაც გვაძლევს საფუძველს, ვიფიქროთ, რომ საქართველოს მიმართ არის მიკერძოებული დამოკიდებულება, რომელსაც სერიოზული პოლიტიკური შინაარსი და სარჩული გააჩნია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კოპენჰაგენში, პალესტინის მომხრე აქტივისტებმა, დანიური გადამზიდი გიგანტის – „მაერსკის“ სათავო ოფისთან ბლოკადა მოაწყვეს რომელიც პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა. აქციის დროს 20 ადამიანი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები