მაკა ბოჭორიშვილი ლუქსემბურგელ კოლეგასთან შეხვედრაზე: „ჩვენ ძალიან ხშირად გვაქვს შეხვედრები, ხშირად ვსაუბრობთ. მას ყოველთვის აქვს სურვილი, პირადად მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები ამა თუ იმ საკითხზე”

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ქართულ მედიასთან საუბრისას ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრთან ურთიერთობასა და საქართველო-ევროკავშირის დიალოგის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„თქვენ ხედავთ, რომ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი, სხვა მისი კოლეგებისგან განსხვავებით, არასდროს ამბობს უარს დიალოგზე. ჩვენ ძალიან ხშირად გვაქვს შეხვედრები, ხშირად ვსაუბრობთ. მას ყოველთვის აქვს სურვილი, პირადად მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები ამა თუ იმ საკითხზე, რასაც ნამდვილად ვაფასებთ, რადგან მიდგომა, რასაც ხედავს ევროკავშირში, არ არის მოსაწონი,” – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, ევროკავშირში საქართველოსთან დაკავშირებული დისკუსიები ხშირად მიმდინარეობს ისე, რომ ქართულ მხარეს საკუთარი პოზიციების დაფიქსირების შესაძლებლობაც არ ეძლევა.

„ძალიან ხშირად მიმდინარეობს დისკუსიები საქართველოზე, მაშინ როდესაც საქართველოს არავინ ეკითხება პოზიციების დაფიქსირებას, არავინ ეკითხება, თუ რა ხდება საქართველოში ჩვენი პერსპექტივიდან. შესაბამისად, მისასალმებელია, როდესაც მსგავსი სურვილი უჩნდება კოლეგას, რომ გაიგოს რა ხდება რეგიონში, რა ხდება საქართველოში, რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა და როგორ შეიძლება გავაჯანსაღოთ და წვლილი შევიტანოთ საქართველო-ევროკავშირის დიალოგში და ურთიერთობებში,” – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები