სურსათის ეროვნული სააგენტო ღვინის კონტროლს განაგრძობს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებელთა ინტერესებისა და ქართული ბაზრის ფალსიფიკაციისაგან დასაცავად ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ფართომასშტაბიანი შემოწმებას აგრძელებს.
როგორც „კვირას“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, მიმდინარე წელს თბილისსა და საქართველოს რეგიონებში გამოკვლეულია სხვადასხვა წარმოების ღვინის ნიმუშები. აქტიურად მიმდინარეობს ჩამოსასხმელი ღვინის როგორც ფალსიფიკაციის მაღალი რისკის სასმელის კვლევა რესტორნებში, მარკეტებსა და საცალო ვაჭრობის ობიექტებში.
ლაბორატორიული კვლევის შედეგად, აღებული ნიმუშების მხოლოდ 4 პროცენტი აღმოჩნდა სტანდარტებთან შეუსაბამო. სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას ინიციატივით, 2015 წლის იანვრიდან ღვინოზე კონტროლი გამკაცრდა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად ბაზარზე ფალსიფიცირებული ღვინის გავრცელების რისკი შემცირდა, რამაც ხელი შეუწყო პროდუქციის ხარისხის ზრდას და ნატურალური ღვინის პოპულარიზაციას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები