ჩინეთში გიგანტურმა პანდამ ტყუპები გააჩინა
ჩინეთის ქალაქ ჩენდუში, სადაც დიდი პანდების გამრავლების ცენტრი მდებარეობს, სასიხარულო მოვლენა მოხდა. ერთ-ერთ პანდას ორი შვილი ეყოლა.
პატარა პანდების წონა 150 და 152 გრამს შეადგენს. სპეციალისტების თქმით, დედაც და შვილებიც თავს კარგად გრძნობენ.
მიმდინარე წელს პანდებმა ამ ცენტრში რეკორდი დაამყარეს. ეს პანდა მეექვსე დედა გახდა, რომელმაც ორი ტყუპი გააჩინა. დიდი პანდები გადაშენების პირას მყოფი ცხოველების სიაში შეიყვანეს. ხელოვნურ პირობებში პანდები იშვიათად მრავლდებიან, ხოლო ორი შვილი ერთდროულად – ძალზე იშვიათი შემთხვევაა.