იაპონია კოსმოსში ხელოვნურ თანამგზავრს ნოემბერში გაუშვებს
2015 წლის ნოემბერში იაპონია კოსმოსში ხელოვნური თანამგზავრის გაშვებას გეგმავს. სააგენტო „კიოდოს“ ინფორმაციით, შესაბამისი შეკვეთა იაპონიამ კანადისგან მიიღო.
კანადური კომპანია TELESAT-ის ტელესაკომუნიკაციო თანამგზავრ TELSTAR 12V-ს ორბიტაზე რაკეტა Н2А-ს გაიყვანს. ეს თანამგზავრი მწყობრში შესვლის შემდეგ სამხრეთ ამერიკაზე და ატლანტის ოკეანის თავზე ტელესაკომუნიკაციო კავშირს უზრუნველყოფს.
მომავალში იაპონია წელიწადში ორბიტაზე 20 კომერციული თანამგზავრის გაშვებას აპირებს.