ინტერნეტმომხმარებელი გარდაცვლილი მამაკაცის ფონზე გადაღებულმა ფოტომ აღაშფოთა

ინტერნეტმომხმარებლები მიცვალებულის ფონზე ამერიკელი ევა ჰოლანდისა და მისი შვილების ფოტოს გამო აღშფოთებას გამოხატავენ. ფოტოზე გამოსახულია ევა ორი შვილით, რომლებიც იღიმებიან, ხოლო მათ გვერდით გარდაცვლილი მამაკაცი სასახლეში წევს. ამ ფოტოს მიმართ კრიტიკული კომენტარების მიუხედავად, ის რამდენიმე დღის განმავლობაში 300 ათასჯერ გაავრცელეს.
ევა ჰოლანდი ამ ფოტოს ასე ხსნის: „მე მესმის, რომ ბევრ ადამიანს ეს ფოტო შოკში აგდებს, მაგრამ მე ის იმისთვის არ გადამიღია, რომ ჩემს გარდაცვლილ მეუღლეს რაიმე სახით შეურაცხყოფა მივაყენო. ჩემი შვილების მამა ნარკოდამოკიდებულების გამო გარდაიცვალა და მე მინდა ყველას ვაჩვენო, თუ როგორ მთავრდება ასეთი მავნე მიდრეკილებები“, – დაწერა ევამ ფეისბუქის გვერდზე.
ევა ჰოლანდის თქმით, მისმა ქმარმა ჰეროინს რამდენჯერმე დაანება თავი, მაგრამ საბოლოოდ ისევ ნარკოტიკების მოხმარებას დაუბრუნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები