პაპუაშვილი – ოპოზიციაზე: როდესაც შენი ქვეყნის წინააღმდეგ მიდიხარ და სხვის ინტერესებს ითვალისწინებ, მაშინ ხარ ყორღანაშვილი

„როდის იყო „ლელო“ სხვაგან, გვარამია სხვაგან ან მელია სხვაგან – ეს არის მარგინალური ადამიანების ერთი ჯგუფი”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც შენი ქვეყნის წინააღმდეგ მიდიხარ და სხვის ინტერესებს ითვალისწინებ, მაშინ ხარ ყორღანაშვილი.

“აქ რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს, მარგინალი ნიშნავს, რომ ის არის საზოგადოების ისტორიული კონტექსტიდან ამოვარდნილი. ეს არის ერთი ჯგუფი, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვთ – უცხოელმა შეაქონ. აქამდე დეგრადირდა ადამიანების ჯგუფი, რომ არა თუ პატრიოტიზმზე და სამშობლოს სიყვარულზე არის შესაძლებელი მათთან საუბარი, არამედ ადამიანებს თვალები აქვთ დაბნელებული, რომ უცხოელმა შეაქოს, ინგლისურად გაიგონ რამდენიმე საქებარი სიტყვა, ა მის იქეთ არაფერი აინტერესებთ, რა დაემართება ჩვენს ქვეყანას.

მათი მთავარი პრობლემა არის, რომ მათ გადადგეს ღალატის ნაბიჯი და როცა ღალატში შევა ადამიანი, ვიცით რა შედეგები აქვს ამას. როდესაც შენი ქვეყნის წინააღმდეგ მიდიხარ და სხვის ინტერესებს ითვალისწინებ,, მაშინ ხარ ყორღანაშვილი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები