შალვა პაპუაშვილი: ჩვენ უნდა შევძლოთ და ჩვენი საზოგადოების ცხოვრების ყველა სფერო დავუბრუნოთ ქართულ ფასეულობებს

“უნდა გავიაზროთ, რომ ეს არ არის მხოლოდ ესთეტიკის საკითხი, რომ სიძულვილის, თუ ზიზღის ენის გამოყენება ხდება სოციალურ მედიაში. ეს არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი, ვინაიდან სიძულვილის და ზიზღის წაქეზება და დათესვა არის ერთ-ერთი მთავარი იარაღი, რაც ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს შერჩათ ხელში”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოების ცხოვრების ყველა სფერო ქართულ ფასეულობებს უნდა დაუბრუნდეს.

„სიძულვილის და ზიზღის ენა არ არის მხოლოდ ესთეტიკის, ან ემოციების საკითხი, ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი, ვინაიდან ამ მეთოდს იყენებენ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წიგნებიდან გადმოწერით, იყენებენ ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად, საზოგადოებაში დაბნეულობის შესატანად და საზოგადოებაში ადამიანების ერთმანეთის წასაკიდებლად.

ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ პროაქტიულად, თავის ხელში აიღოს ჩვენს ქვეყანაზე ამგვარი ინსტრუმენტების გამოყენებისთვის ხელის შეშლა.

ჩვენ უნდა შევძლოთ და ჩვენი საზოგადოების ცხოვრების ყველა სფერო დავუბრუნოთ ქართულ ფასეულობებს. სამწუხაროდ ჩვენ ბრიუსელის ფასეულობებს ვხედავთ სადამდეც მივყავართ, რადგან ზიზღის ენა სწორედ იქიდან არის წაქეზებული. ჩვენ ვხედავთ, რომ რამდენიმე ელჩია, რომელიც ამაში ჩართულია საქართველოში, ვხედავთ ევროპარლამენტარებს, რომლებიც ზიზღის ენით არიან ჩართულები, ფაშისტურ გამონათქვამებს იყენებენ ქართველი ხალხის მიმართ.

ყველას, ვინც კი ზიზღს თესავს სოცმედიაში, მაგალითად იხილავდით ევროპის დღეზე, 9 მაისს. ეს ერთი და იგივე სახეები და სახელებია, ვისაც იხუტებს დღეს ბრიუსელი ისინი არიან სწორედ, ვინც საზოგადოებაში ცდილობს, რომ ზიზღი დათესოს. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ საზოგადოების ყველა სფერო ქართულ ფასეულობებში, ვინაიდან ბრიუსელის ღირებულებები ჩანს, რომ არის ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები