საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, გარემოს დაცვის მინისტრ ტომაშ ტარაბას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, გარემოს დაცვის მინისტრ ტომაშ ტარაბას შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრაზე, რომელიც ბაქოში, მსოფლიო ურბანული ფორუმის ფარგლებში გაიმართა, საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების მნიშვნელობას და სლოვაკურ მხარეს ქვეყნის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები