ასტრონომებმა მარსზე თოვლი აღმოაჩინეს
ნასას სპეციალისტებმა კოსმოსური ზონდის Mars Express-ის მეშვეობით მონაცემები მიიღეს, რომლის მიხედვით „წითელ პლანეტაზე“ თოვლია აღმოჩენილი.
ამის შედეგად მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მარსზე ზამთარი დადგა. ფოტოებზე ჩანს, რომ სამხრეთ პოლუსის მიდამოებში, ასევე მთებზე პლანეტა თოვლით არის დაფარული.
როგორც სპეციალისტებმა დაადგინეს, მარსის თოვლი ყინულის და ნახშირბადის დიოქსიდის ნარევია. ის სულაც არ ჰგავს დედამიწის თოვლს და მეცნიერები მას „მშრალ თოვლს“ უწოდებენ. ის გარკვეულ სეზონზე მცირე დროით იქმნება.
სულ ცოტა ხნის წინ მეცნიერებმა მარსზე გიგანტური ყინული აღმოაჩინეს. ის მარსის ეკვატორსა და ჩრდილოეთ პოლუსს შორის მდებარეობს. ყინულის სისქე იქ 40 მეტრს შეადგენს. ეს „წითელ პლანეტაზე“ გაყინული წყლის ყველაზე დიდი მარაგია.