ლევან მახაშვილი: ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი არის, რომ საზოგადოებაში შევუწყოთ ხელი ჯანსაღი დიალოგის კულტურას
“ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი არის, რომ საზოგადოებაში მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ჯანსაღი დიალოგის კულტურას”,- ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოსთვის მთავარი ამოსავალი წერტილი არის არა ის, რომ რომელიმე უცხოური დედაქალაქის კმაყოფილება გამოიწვიოს.
„ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი არის, რომ საზოგადოებაში მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ჯანსაღი დიალოგის კულტურას. როდესაც ერთი ადამიანი მეორე ადამიანს საჯაროდ შეურაცხყოფას აყენებს, ეს ერთი პირის პრობლემა კი არ არის, საბოლოო ჯამში ეს მთლიანად საზოგადოებრივ კულტურას არღვევს და შლის საზოგადოებრივ დამოკიდებულებას და ურთიერთპატივისცემას, რაც ძალიან საშიში პროცესია.
დებატებთან ერთად, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი ინიციატივა იყო, არსებულ კანონმდებლობასთან ერთად, რომელიც სხვადასხვა კონტექსტში, ზოგჯერ ევროკავშირთან თანამშრომლობის კონტექსტში, ზოგჯერ მათგან დამოუკიდებლად ავტონომიურად მივიღეთ, საერთო ჯამში ეს გადაწყვეტილებაც სწორედ იმას ემსახურება, რომ იყოს ჯანსაღი, კონსტრუქციული დიალოგის კულტურა საქართველოში და ადამიანებმა ყოველგვარი შეურაცხყოფების გარეშე შეძლონ ერთმანეთთან ურთიერთობა“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.