ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობას ხვალ გაზმომარაგება შეუწყდება
ჩუღურეთის რაიონის ნაწილს ხვალ გაზმომარაგება შეუწყდება. კომპანია “ყაზტრსგაზ თბილისის” ცნობით, გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი პროფილაქტიკური სამუშაოებია.
“ჩუღურეთის რ-ში, მერკვილაძის ქუჩაზე მდებარე გაზგამანაწილებელი პუნქტი #140-ის გეგმიური რევიზია-პროფილაქტიკის მიზნით, 15 სექტემბრის 11.00სთ-დან 17.00სთ-მდე გაითიშება აღნიშნული რეგულატორი.
გაზმომარაგება შეუწყდება მაზნიაშვილის, კანკავას, ჩიქობავას, ტურგენევის, წინამძღვრიშვილის ქ. 39-54, ჯავახიშვილის ქ. 21-50, აღმაშენებლის გამზ. 43, 45, 47, 53 კერძო სექტორის მოსახლეობას (720 აბონენტი). გაზმომარაგება აღდგება სამუშაოს დასრულებისთანავე”, – აცხადებენ კომპანიაში.