საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქო პატრიარქის მიმართვასთან დაკავშირებით, რომელიც 21 სექტემბერს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს, 12:00 საათზე, ლოცვის წარმოთქმას ეხება, განცხადებას ავრცელებს.
“ა.წ. 21 სექტემბერს მთელი მართლმადიდებელი სამყარო აღნიშნავს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს. ჩვენ, როგორც ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის შვილებს, გვმართებს მისდამი განსაკუთრებული პატივისცემის გამოჩენა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ამ დღეს, 12 საათზე, საქართველოს ყველა ტაძარში დაირეკება ზარი 12-ჯერ და ყველამ, სადაც არ უნდა იყოს იგი, უნდა თქვას დედაღვთისადმი სავედრებელი პატარა, მაგრამ ძლიერი ლოცვა: ,,მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო”…”, – ნათქვამია განცხადებაში.